17 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი იმყოფება

საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი იმყოფება. ჰანს კლუგე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაეცნობა, თუ რამდენად ეფექტურად იბრძვის ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ.

ის უკვე შეხვდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ეკატერინე ტიკარაძეს და შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. როგორც ჰანს კლუგემ ბრიფინგზე აღნიშნა, ის მოხარულია, რომ საქართველოში იმყოფება და მისი ვიზიტის 3 მთავარ ამოცანაზე ისაუბრა:

"საქართველოში ჩემს ვიზიტს 3 მიზანი აქვს- პირველი, ეს არის რომ ვიმუშაოთ ერთად ჯანდაცვის მუშაკებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, COVID-19-ის საკითხებზე. მეორე მიზანია, რომ შევთანხმდეთ, თუ როგორ ვიმუშავებთ ზოგადად ჯანდაცვის რეფორმის საკითხებზე და მე მინდა მივულოცო ქალბატონ მინისტრს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში იმყოფებით, მაინც გრძელდება უნივერსალური ჯანდაცვის კუთხით ხელმისაწვდომობა საქართველოში. მესამე მიზანია, რომ გაძლიერდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მუშაობა," - განაცხადა ჰანს კლუგემ.

დღის ამბები