26 აპრილი 2024,   06:32
ვრცლად
მსოფლიო შობას ჩაკეტილი ხვდება - იტალია კვლავ წითელ ზონად გამოცხადდება

76 მილიონზე მეტი ინფიცირებული და თითქმის მილიონ 700 ათასი გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო მონაცემები.

სტატისტიკის ზრდასთან ერთად, სახელმწიფოები რეგულაციებს ამკაცრებენ ან უკვე დაწესებულ შეზღუდვებს ახანგრძლივებენ. შობა-ახალი წლის პერიოდში, იტალია წითელ ზონად გამოცხადდება და მკაცრი კარანტინი დაწესდება.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო, ზოგიერთ რეგიონში ზომებს გაამკაცრებს ესპანეთიც.

სადღესასწაულოდ მკაცრი რეგულაციები ამოქმედდება ავსტრიასა და პოლონეთშიც.

დღის ამბები