19 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
ბათუმში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ბათუმში ბაგრატიონისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაზე გუშინ საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 7 ერთეული სახანძრო ცისტერნა მუშაობდა, მალევე მოხდა ხანძრის ლოკალიზება. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის მიზეზი.

დაზარალებული ოჯახი ბათუმის მერიამ დროებით ერთ-ერთ სასტუმროში გადაიყვანა. მუნიციპალიტეტის განცხადებით, ზარალს შეისწავლიან და ოჯახს უახლოეს დღეებში საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.

დღის ამბები