26 აპრილი 2024,   06:26
ვრცლად
მინსკში საპროტესტო აქციები გრძელდება - ძალოვანმა უწყებამ დემონსტრაციების დასაშლელად არსებული შეიარაღების გამოყენებაზე ნებართვა მიიღო

მინსკში საპროტესტო აქციები კვლავ დაკავებების ფონზე მიმდინარეობს. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ბელარუსის დედაქალაქში საპროტესტო აქციები და მსვლელობები რამდენიმე უბანში ერთდროულად მიმდინარეობს. ლუკაშენკოს დაქვემდებარებულმა ძალოვანმა უწყებამ მთავრობის მხრიდან თანხმობა მიიღო ანტისახელისუფლებო გამოსვლებში მონაწილე პირების წინააღმდეგ შესაბამისი ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც დემონსტრაციების დასაშლელად არსებული შეიარაღების გამოყენებაზე ნებართვას გულისხმობს.

პროტესტი 9 აგვისტოს შემდეგ არ წყდება. მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვებას აპროტესტებს. საერთაშორისო საზოგადოება კი ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს აფართოებს.

დღის ამბები