05 სექტემბერი 2026,   13:27
ვრცლად
პირს, რომელიც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ

გიორგი მერაბაშვილს, რომელიც, გამოძიების მტკიცებით, გლდანულაში ორი დღის წინ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ, რის შემდეგაც მისთვის აღმკვეთ ღონისძიებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს.

ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელში ხელყუმბარა არ ეკავა და პოლიციასაც ჩხრეკის დროს არაფერი ამოუღია.

30 წლამდე ასაკის მამაკაცს, რომელიც ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, ამჯერად მუქარის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ადანაშაულებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები