ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველის ზაზა წერეთელის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში მოქმედი შეზღუდვები რბილია და ის კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.
"მიუხედავად იმისა, რომ კოვიდის გავრცელებიდან 9 თვე გავიდა, იმდენად ვერაგი ვირუსია, რომ მეცნიერებმა ვერ დაადგინეს ბევრი რამ ამ ვირუსის ირგვლივ და უძნელდებათ გარკვევა, თუ რა უნდა გაკეთდეს. მიუხედავად იმისა, გვინდა თუ არა, საქართველოში ჯანდაცვის სისტემაა არა არის ძლიერი. ორი კვირის წინ, როდესაც შემთხვევების რაოდენობა 3 ათასს გასცდა, ძალიან რთული აღმოჩნდა მართვა ჯანდაცვის სისტემისთვის. ერთადერთი გამოსავალია, როგორმე შევამციროთ ვირუსის გავრცელება, რაც ნიშნავს, რომ უნდა შევამციროთ ადამიანებს შორის კონტაქტი, რაც შეილება ნაკლები იყოს მობილობა, რომ ვირუსს არ ჰქოდეს საშუალება, გადაეცეს ერთი ადამიანიდან მეორეში. ამისი ერთადერთი საშუალება ამ მომენტში, არის შეზღუდვები. აკრძალვები, რაც ამ მომენტშია დაწესებული საქართელოში, კიდევ რბილია და შეიძლება კიდევ უფრო გამკაცრება,"-აცხადებს ზაზა წერეთელი.
მისივე თქმით, ახალი წლის დღსასწაულთან დაკავშირებით, ადამიანებს შორის კონტაქტი ვირუსის მასობრივ გავრცელებას გამოიწვევს, რაც შესაძლოა, ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგით დასრულდეს.