გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.
დღეს 2 სასამართლო პროცესი, ერთმანეთის პარალელურად, თბილისსა და მცხეთაში მიმდინარეობდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე 8 სრულწლოვანი პირის საქმეზე მსჯელობდა.
გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის ის ტაქსის მძღოლი, რომელმაც დიჯეი არაგვის ხიდიდან სახლში წაიყვანა.
მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობდა მცხეთაშიც, სადაც სასამართლო მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეს იხილავს.