19 მაისი 2024,   15:54
ვრცლად
ყაჩაღობა ახალციხეში - სასურსათო მაღაზიაში შეჭრილმა პირმა ჯერ ლატარიის ბილეთი მოითხოვა, შემდეგ კი გამყიდველს ფიზიკურად გაუსწორდა

ახალციხეში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით დაკავებულს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. გამოძიების ინფორმაციით, 35 წლამდე ასაკის მამაკაცი ახალციხეში, კეცხოველის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში შევიდა, თავდაპირველად ლატარიის ბილეთი მოითხოვა, თუმცა მოგვიანებით გამყიდველს ფული მოსთხოვა. უარის შემდეგ კი მას ფიზიკურად გაუსწორდა.

პოლიციის გამოძახება მოგვიანებით დაზარალებულმა შეძლო. ბრალდებული სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე ძარცვის მუხლით არის აღძრული.

დღის ამბები