05 სექტემბერი 2026,   17:25
ვრცლად
2021 COVID-19-ის კიდევ ერთი წელი იქნება, იმედია ვაქცინა იმუნურობას უზრუნველყოფს - ჰანს კლუგე

ჯანდაცვის მინისტრმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული განყოფილების დირექტორთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას ჰანს კლუგემ საქართველოში COVID-19-ის შეკავების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაფასა და რეკომენდაციები გასცა. მისი განმარტებით, ქვეყანას ეპიდემიოლოგიური კუთხით დადებითი დინამიკა აქვს, რაც მნიშვნელოვანია.

"საქართველოსთან როგორც პრიორიტეტულ ქვეყანასთან ვმუშაობთ. ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის სამომავლო გეგმები სხვადასხვა სფეროში. პირველ რიგში უნივერსალური ჯანდაცვის დაფარვა, რაც პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს საკითხი პრიორიტეტულად რჩება და მოიცავს ჯანდაცვის გაძლიერებას ფინანსურ დაცვაზე და ციფრულ ჯანდაცვასა და სამუშაო ძალასთან დაკავშირებით მუშაობას. 2021 წელი COVID-19-ის კიდევ ერთი წელიწადი იქნება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ვაქცინა იმუნორობას უზრუნველყოფს და ასევე სადღესასწაულო დღეებში მოსახლეობა კვლავ დაიცავს შესაბამისს ზომებს," - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი ჰანს ჰენრი კლუგე​.

თავის მხრივ ეკატერინე ტიკარაძემ კლუგეს პანდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ, საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ეს იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის პერიოდში. ის გაეცნო დეტალურად მიმდინარე მოვლენებს საქართველოში, თუ როგორ იმართა კოვიდ პანდემია დღემდე და ასევე რა ღონისძიებები არის დაგეგმილი შემდგომი მიმართულებისთვის. მნიშვნელოვანი იყო მისი შეფასებები და რეკომენდაციები, რომლებიც იქნა გაცემული და ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდროდ თანამშრომლობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის როგორც ადგილობრივ ოფისთან, ასევე მის ევროპის ოფისთანაც," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები