მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეს განიხილავენ.
დღევანდელ პროცესზე დაიკითხება ბრალდების მხარის 5 მოწმე, გამოკითხულთა შორის იქნებიან სამართალდამცველები რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებდნენ მცხეთაში და ასევე ის ექსპერტები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის ცხედრის აღმოჩენისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.
დაცვის მხარის განმარტებით, დღევნადელი მოწმეების ჩვენებებიდან ბრალდებულების მიმართ მნიშვნელოვან ინფორმაციას არ ელოდებიან.