19 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
ოკუპანტების მიერ გატაცებული ზარდიანთკარის მკვიდრი 65 წლის მირიან თაზიაშვილი თავისუფალია

ოკუპანტების მიერ გატაცებული ზარდიანთკარის მკვიდრი, 65 წლის მირიან თაზიაშვილი თავისუფალია. ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. იგი უკვე გადაეცა ქართულ მხარეს და სამედიცინო კარანტინში გადაჰყავთ.

შეგახსენებთ, მირიან თაზიაშვილი ოკუპანტებმა სოფელ ზარდიაანთკართან 20 ნოემბერს დააკაავეს და ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს. მოგვიანებით მას დე ფაქტო სასამართლომ 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა

თაზიაშვილის საკითხი, ოკუპანტების მიერ სხვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ჟენევაში განიხილეს. 

დღის ამბები