19 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
დემონტაჟი თვალჭრელიძის ქუჩაზე - მოქალაქეების თქმით, მშენებლობები სახელმწიფო მიწაზე უკანონო იყო და მათ გაფრთხილება მიღებული ჰქონდათ

დემონტაჟი თვალჭრელიძის ქუჩაზე - მუნიციპალურმა ინსპექციამ ამჯერად 7 ნაგებობა სამგორის რაიონში დაშალა. მძიმე ტექნიკა ადგილზე დილის 7 საათზე გამოჩნდა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მშენებლობები სახელმწიფო მიწაზე უკანონო იყო და მათ გაფრთხილება მიღებული ჰქონდათ.

"გათენებული არ იყო, 6 საათი იქნებოდა ალბათ, გამოგვიყვანეს და დაგვინგრიეს. სამინისტრომ გადმოგვცა თანხა 26 000 ლარი, დავამატეთ და ზუგდიდის რაიონში ვიყიდეთ ბინა, მაგრამ რა უნდა გვექნა იქ? რამდენ ხანს ვიცხოვრეთ არაფერი არ გამოვიდა - გავყიდე," - განაცხადა მოქალაქემ.

მათი თქმით, 18 დეკემბერს მიიღეს შეტყობინება, რომ ნაგებობები 4 დღის ვადაში უნდა აეღოთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ 5 მშენებარე იყო, ორში კი ხალხი ცხოვრობდა. 

"გაფრთხილება გვქონდა, მაგრამ თუ ასე სადისტურად მოიქცეოდნენ არ გვეგონა მართლა. 6 საათზე გამოვიხედე და დგანან აქ, მაგრამ იცით რამდენი იყო?! ნემსს ვერ ჩააგდებდი, სულ დაფარული იყო პოლიციელებითა და სპეცნაზით. ვისი შეეშინდათ არ ვიცი. ჩადგმული ფანჯრები ჩალეწეს, რამდენი შრომა და ფული ტყუილად," – აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

სხვა ინფორმაციას ავრცელებს მერია. დღეს კახა კალაძემ განაცხადა, რომ უკანონო ნაგებობები მშენებარე იყო და მასში მოსახლეობა არ ცხოვრობდა.

შეგახსენებთ, მსგავსი უკანონო შენობების დემონტაჟს, რამდენიმე დღის წინ, აფრიკის დასახლებაში ხმაური და საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დღის ამბები