23 დეკემბერი 2024,   06:51
ვრცლად
მესტიაში დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი დაფიქსირდა - პოლიციამ კრიპტოვალუტის მწარმოებელი აპარატების დიდი რაოდენობა გამოავლინა

მესტიის ცენტრში არსებული სასტუმრო "ბანგურიანის" დამხმარე ფართში, პოლიციამ კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატების დიდი რაოდენობა გამოავლინა. "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტები უკანონოდ მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. 

"მესტიაში, განსაკუთრებით ბოლო ერთ წელში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამის მიზეზი არის ადგილზე გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტები, რომლებიც იტაცებენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას.

მაგალითად, სასტუმრო "ბანგურიანში“ აღმოჩენილი დატაცება უტოლდება 4-5 საშუალო სოფლის მოხმარებას. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მესტიის რაიონი, ამ დროისთვის საშუალოდ მოიხმარს 12-14 სხვა რაიონის სამყოფ ელექტროენერგიას. ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას ფიზიკურად ვერ უძლებს ადგილზე არსებული ელექტროქსელი. ხშირად ხდება ავარიების ფაქტები და კომპანიის თანამშრომლები ცდილობენ დროულად შეაკეთონ მწყობრიდან გამოსული ქსელი, თუმცა ელექტროენერგიის განსაკუთრებით მომატებულ მოხმარებას, კვლავ მწყობრიდან გამოყავს. ამასთან, ენერგო-პრო ჯორჯიას თანამშრომლებს არ აქვთ ადგილზე უსაფრთხოდ გადაადგილების და ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის  საშუალება.

ენერგო-პრო ჯორჯია სთხოვს ყველა შესაბამის ორგანოს, კვლავ გაგრძელდეს ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის პროცესი," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები