მკვლელობა სამტრედიის მუნიციპალიტეტში - მამაკაცმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცმა მეუღლეს დანა ესროლა, რომელიც არტერიაში მოხვდა და გარდაიცვალა.
მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტი გახდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია. ირკვევა, რომ მამაკაცი საკუთარ სახლთან ახლოს მდებარე მიტოვებულ შენობაში იმალებოდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
შემთხვევა გუშინ მოხდა.