აჭარის უმაღლესი საბჭოს მთავრობის თავმჯდომარეობის და მინისტრობის კანდიდატებს უსმენს.
მოსმენები დილიდან კომიტეტებში დაიწყო. მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე დეპუტატებს სამომავლო გეგმებს აცნობს.
რიჟვაძემ პრიორიტეტად რეგიონის ეკონომიკა დაასახელა, ასევე ხაზი გაუსვა პანდემიის მიმართულებით განსაკუთრებულ მობილიზებას.
პრეზიდენტმა მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ისევ თორნიკე რიჟვაძე წარადგინა. უცვლელია ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.
კანდიდატურების დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს 11 ხმაა საჭირო, მმართველ გუნდს კი საკანონმდებლო ორგანოში 14 დეპუტატი ჰყავს.