19 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
მარნეულში ორი პირი დაჭრეს

მარნეულში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ორი პირი დაჭრეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც "რუსთავი 2"-ს უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებითაა დაწყებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

გავრცელებული ცნობით, დაჭრილი პირები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.

დღის ამბები