დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საზოგადოებას "კოვიდ 19-ის" ახალი შტამის გადაჭარბებულად არ უნდა ეშინოდეს. მისივე თქმით, თავდაცვის საუკეთესო საშუალება ისევ პირბადე და დისტანციაა.
პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ 2020 წელი პანდემიისთვის ბოლო წელი იქნება და საზოგადოებას მოუწოდებს სტუმრიანობისგან ახალ წელს თავი შეიკავონ.
"გადაჭარბებულად ნუ შეგვეშინდება ახალი შტამის, არ მგონია ახალ შტამს იმაზე მეტი გავრცელება ჰქონდეს, რაც გასული სამი კვირის წინ გვქონდა. მთავარი თავდაცვის საშუალება რჩება იგივე, პირბადე და დისტანცია. სხვა გზა, ჯერჯერობით, მსოფლიოში არ არსებობს,"- აღნიშნა პაატა იმნაძემ.
იმნაძის თქმით, ახალ შტამსა და ძველ შტამს შორის დიდი განსხვავება არ არის.