28 დეკემბერი 2024,   20:54
ვრცლად
ყველა თავის სახლში და მხოლოდ ოჯახის წევრების გარემოცვაში - ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაცია ”გამონაკლისი ახალი წლის” აღსანიშნავად

ყველა თავის სახლში, მხოლოდ ოჯახის წევრების გარემოცვაში - ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების მკაცრი რეკომენდაცია ”გამონაკლისი ახალი წლის” აღსანიშნავად ასეთია. ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მოქალაქეებს პაატა იმნაძე ვირუსის მართვის პროცესში მაქსიმალურ ჩართულობასა და სიმპტომების ქონის შემთხვევაში, ტესტების ჩატარებასაც ითხოვს.

განსხვავებული ახალი წლის შემდეგ 2021 ანუ მკურნალობის წელი უნდა დადგეს - ასეთი მოლოდინი აქვს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, რომელიც ამბობს, რომ ამის თქმის საფუძველს დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი იძლევა. იქამდე კი, სანამ მოსახლეობა აიცრება, სიტუაცია ეტაპობრივად სტაბილურდება. გაბუნიას თქმით, ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია წერტილოვანი შეზღუდვების დამსახურებაა, თავისუფლდება საწოლებიც და ქვეყანაში რემდესივირის გამოყენებაც დაიწყო.

ვაქცინის ეფექტურობის მოლოდინი არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოშია, პრეპარატის უკვე 2 მილიონზე მეტი დოზა დამზადდა, თუმცა ბოლო დროის განმავლობაში კორონავირუსმა მუტაცია 23-ჯერ განიცადა - ბოლო ახალი ვერსია დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, მთავარი ამოცანა ამოუხსნელი რჩება - რამდენად იმოქმედებს ძველი შტამის მიხედვით დამზადებული ვაქცინა ახალ შტამზე.

ახალი წლის წინა დღეებში ინფიცირებულთა შემცირებული სტატისტიკა კი ასეთი იყო - ბოლო 24 საათში სულ 1881 შემთხვევა გამოვლინდა, 37 გარდაცვლილი პაციენტის პარალელურად კი - 1515 პირი გამოჯანმრთელდა.

 

 

დღის ამბები