სააფთიაქო ნარკომანია - გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ თბილისის ე.წ. ფსიქოტროპული აფთიაქების ერთი ნაწილი შესაბამის პრეპარატებს ურეცეპტოდ ასაღებს.
საუბარია 19 აფთიაქზე, საიდანაც საგამოძიებო სამსახურმა 30-ზე მეტი დასახელების 400-მდე ფირფიტა ამოიღო.
ფსიქოტროპულ საშუალებებს მხოლოდ ისინი არ იყენებენ, ვისაც ფსიქიკური პრობლემები აქვთ. როგორც წესი, ასეთი აფთიაქების ხშირი სტუმარი ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანები არიან.
დღეს "კურიერმა" იპოვა და გადაიღო ის აფთიაქები, რომლებიც უკვე წლებია კანონდარღვევით მუშაობენ.