16 აპრილი 2024,   22:59
ვრცლად
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საახალწლოდ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაცვას აძლიერებს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საახალწლო დღეებში დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის გაძლიერებას აპირებს - ამის შესახებ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი იუწყება.

"26 დეკემბრიდან 2021 წლის 11 იანვრის ჩათვლით სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური აძლიერებს საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დაცვას," - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც დე ფაქტო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე, COVID-19-ის გავრცელების თავიდან  ასაცილებლად დე ფაქტო ხელისუფლებამ 27 თებერვლიდან დანარჩენ საქართველოსთან გადასასვლელი ყველა პუნქტი ჩაკეტა.

დღის ამბები