ქუთაისის მერიის ააიპ ტურიზმის ცენტრმა მხოლოდ დეკემბერში 100 000 ლარი დახარჯა - ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა შუშანიას განცხადებით, ქუთაისის მერიის ააიპ-ის მიერ გაწეული ხარჯები არამიზნობრივია.
შუშანიას თქმით, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ტურიზმის ცენტრმა შეიძინა ტექნიკა, საჩუქრები, ტკბილეული და ავეჯი, ასევე დაკეტილ აეროპორტში მხოლოდ სტიკერების დაკვრისთვის 17 220 ლარი დახარჯა. წლის განმავლობაში კი ცენტრის ბიუჯეტი 700 000 ლარს შეადგენს.
შუშანიას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ქალაქის ახალ მერის ადანაშაულებს, რომელიც მისი თქმით, პირველ რიგში ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე ზრუნავს.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა შუშანიას ბრალდებებთან დაკავშირებით ტურიზმის ცენტრში ამ დრომდე კომენტარი არ გაკეთებულა.