19 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
ინფიცირების 1 097 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 484 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა

საქართველოში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 097 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი თბილისში - 484 შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონების მიხედვით კი "კოვიდ-19"-ის გავრცელების გეოგრაფია ასეთია:

აჭარა - 81, იმერეთი - 185, ქვემო ქართლი - 84, შიდა ქართლი - 63, გურია - 26 სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61, კახეთი - 61, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 655, საიდანაც, 5 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 613, აჭარაში - 541, იმერეთში - 1 108. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 009 პირი, მათ შორის, თბილისში - 505, აჭარაში - 106, იმერეთში - 214. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 441 პირი, მათგან თბილისში - 200, აჭარაში - 84, იმერეთში - 67. 1 393 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 523 - თბილისში, 620 - აჭარაში, 100 - იმერეთში. 8 585 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღის ამბები