25 დაღუპული და 1097 ინფიცირებული. ასეთია ედემიოლოგიური სურათი ბოლო 24 საათის განმავლობაში.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ორჯერ მეტია, რაც დადებითი დინამიკის მაჩვენებელია. სამნიშნა რიცხვი მხოლოდ თბილისსა და იმერეთშია, დანარჩენ რეგიონებში სტატისტიკა უკვე ორნიშნა მაჩვენებლებს არ სცდება.
თითქმის განახევრებულია კოვიდსასტუმროებსა და საკარანტინო სივრცეებში მოთავსებული პირების რაოდენობაც.
პარალელურად იზრდება ინფიცირებული სასულიერო პირების რაოდენობა. კორონავირუსი დაუდასტურდა ბოდბელ მიტროპოლიტს, მეუფე იაკობი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.
"ვირუსი ბოდბეში დედებს დაუდასტურდათ და მეუფე კელიიდან არ გამოდიოდა, რამდენიმე დღე იყო თავის კელიაში, არავისთან ჰქონია შეხვედრა, მათ შორის არც პატრიარქთან. გუშინ ანალიზების გასაკეთებლად მივიდა და გაირკვა, რომ მას ჰქონდა კოვიდი, ფაქტობრივად გადატანილი აქვს, მაგრამ ურჩიეს ექიმებმა, რამდენიმე დღე რეაბილიტაციისთვის დატოვეს. პიკი უკვე გადატანილი აქვს, თავს კარგად გრძნობს და რამდენიმე დღეში საავადმყოფოს დატოვებს,"- უთხრა "კურიერს" სტიქაროსანმა კახა მიქიაშვილმა.