26 აპრილი 2024,   05:09
ვრცლად
აშშ-ში უმისამართო სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათგან 2 არასრულწლოვანი

აშშ-ში, ილინოისის შტატში უცნობმა მამაკაცმა უმისამართო ცეცხლი გახსნა. დაიღუპა სამი ადამიანი, მათგან 2 არასრულწლოვანი იყო, კიდევ სამი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივი პოლიციის განყოფილება აცხადებს, რომ ინციდენტში მონაწილე პირი დაკავებულია.

როკფორდის პოლიციის ცნობით კი, 2020 წელს ქალაქში ყველაზე მეტი მკვლელობა მოხდა.

დღის ამბები