განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა "მოქალაქეებისადმი მთავრობის ანგარიშის" ფარგლებში 2020 წელი შეაჯამა და საზოგადოებას ის პროექტები გააცნო, რაც უწყებამ მიმდინარე წელს განახორციელა.
მინისტრის განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებიც "კოვიდ-19"-ის გამო დისტანციურ ფორმატზე გადავიდნენ, სამინისტრომ ონლაინ პლატფორმები პანდემიის დაწყებისთანავე გაუზიარა.
მათი რეკომენდაციით დაწესდა სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკა. გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის იდეის ავტორი ბიძინა ივანიშვილია.