19 მაისი 2024,   10:13
ვრცლად
სამტრედიაში, მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დღეს ოფიციალურად უნდა წაუყენონ. 30 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 26 დეკემბერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კორმაღალაში, საკუთარ მეზობელს, 53 წლის მამაკაცს სახლთან მიაკითხა, დაუძახა და გამოსულს სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები