შალვა გულუა, რომელსაც ოჯახი უკვე რამდენიმე დღეა ეძებს, "კურიერის" ინფორმაციით, კონტაქტზე გამოვიდა. დაკარგულის დედა, ნუნუ ხუფენის თმით, მას გუშინ დაურეკეს და უთხრეს, რომ შალვა გამოჩნდა, ის მალე სახლში დაბრუნდება, თუმცა არ აკონკრეტებს, სად არის ამჟამად მისი შვილი. ნუნუ ხუფენია დამატებითი დეტალების შესახებ ვერ საუბრობს.
თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით ძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ შალვა გულუას დედის განცხადების საფუძველზე, 23 დეკემბერს დაიწყო. შალვა გულუა დისტრიბუტორია. მანქანა, რომლითაც ის მოძრაობდა, 21 დეკემბერს დაზიანებული იპოვეს. თავად მამაკაცი, კი ამ დრომდე, არ ჩანდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ძიება სისხლი სამართლის კოდექსის 143- ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.
შალვა გულუა სახლიდან 20 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.