19 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ქვეყნის მასშტაბით 4 769 კვლევა ჩატარდა - საოპერაციო შტაბი

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

"ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 955 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 814 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 538 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 222 143-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 766 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 206 313-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 418 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 257 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 55, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 16, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 386, საიდანაც, 5 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 608, აჭარაში - 508, იმერეთში - 1 092. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 019 პირი, მათ შორის, თბილისში - 512, აჭარაში - 100, იმერეთში - 216. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 34, იმერეთში - 57. 1 311 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 489 - თბილისში, 578 - აჭარაში, 94 - იმერეთში. 6 451 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 427 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 198, აჭარაში - 135, ხოლო იმერეთში - 13.

სულ 6 ოქტომბრიდან - 27 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 021 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 123 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 102 პირი, აჭარაში - 3 165, იმერეთში - 4 326“,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დღის ამბები