მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეს განიხილავენ, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
გამოკითხულთა შორის იქნებიან საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტები, რომლებმაც იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატის მეხსიერების ბარათი დაამუშავეს.
პროკურორ დავით ყაზარაშვილის თქმით ექსპერტები სასამართლო პროცესზე ისაუბრებენ თუ რა ინფორმაცია აღადგინეს და რა ინფორმაცია იყო წაშლილი მეხსიერების ბარათზე.
"დღეს გამოკითხულთა შორის იქნებიან ექსპერტები. იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტი, რომელმაც იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატის ინფორმაცია დაამუშავა,"-აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.