26 აპრილი 2024,   07:35
ვრცლად
"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი ქვეყნის ეკონომიკური საჭიროებების ადეკვატურია

ეკონომიკური მიმართულებით ქვეყანაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე საუბრობს უმრავლესობაც, თუმცა "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ბიუჯეტის პროექტი ადეკვატურია.

"მესამე კვარტალია ქვეყანა არის რეცესიაში. მიუხედავად ამისა და გაზრდილი მაკროეკონომიკური რისკების ფონზე, ბიუჯეტში არის ჩადებული ყველა ის სოციალური ვალდებულება, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, მათ შორის რისკების გადაზღვევა, რაც ჩვენს თანამემამულეებს ესაჭიროება, ბიზნესისათვის მხარდაჭერის პროგრამაზე, ამისათვის გამოყოფილია 5 მილიარდზე მეტი მარტო ჯანდაცვის სამინისტროს კოვიდპროგრამებისათვის. ეს თითქმის 30%-ზე მეტი არის სახელმწიფო ბიუჯეტის," - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.

მიმდინარე წელთან შედარებით 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში ხარჯების მოცულობა თითქმის 222 მილიონი ლარით არის გაზრდილი და ის საერთო ჯამში 12 მილიარდ 778 მილიონს შეადგენს. აქედან 890 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებულია პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისის საწინააღმდეგოდ.

დღის ამბები