26 აპრილი 2024,   20:23
ვრცლად
შსს-მ თეთრიწყაროში ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 არასრულწლოვანი

სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთეს. დაკავებულია 2 არასრულწლოვანი. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ორივე მათგანი თეთრიწყაროში მაშინ აიყვანა, როდესაც ისინი სახლზე თავდასხმას აპირებდნენ.

16 წლის მოზარდებს ბრალი ედებათ ჯგუფური ყაჩაღობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. მათ 4-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ელოდებათ.

 

 

 

დღის ამბები