23 აპრილი 2024,   17:50
ვრცლად
სპეცოპერაცია ფონიჭალაში - პოლიციამ 9 ნარკორეალიზატორი საკუთრ სახლებში დააკავა

სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებაში სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე ადგილას ჩაატარეს. 9 ნარკორეალიზატორი პოლიციამ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავა. 

სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც დაკავებულებს სარეალიზაციოდ ჰქონდათ გამზადებული, პოლიციამ მათი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას იპოვა. ამოღებულია ფული და მობილური ტელეფონები.

თვალთვალი ნარკოტიკების რეალიზატორებზე სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

აღსანიშნავია, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 71 პირი დააკავა.

დღის ამბები