გორში ტანსაცმლის ბაზრობა იწვის. ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები წმინდაწყლის დასახლებაში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლის ჩასაქრობად საგანგებო სიტუაციების სამსახურის 12 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ შეტყობინება ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა.
რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. ხანძარი ბაზრობაზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.