19 აპრილი 2024,   09:46
ვრცლად
ზესტაფონში აფეთქების შედეგად დედა-შვილი გარდაიცვალა

ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. 

სოფელ საზანოში ლელაძეების სახლში ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რასაც აფეთქება მოყვა.

შემთხვევის დროს სახლში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. 83 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, 60 წლამდე მამაკაცი კი, კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე საათში დაიღუპა. 

დაშავდა ახალგაზრდა გოგო, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. მას ზესტაფონის კლინიკაში კიდურებზე ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმის  თქმით, მდგომარეობა მძიმეა. როგორც მეზობლები იხსენებენ, მათ აფეთქების ხმა საღამოს გაიგეს და როდესაც ადგილზე მივიდნენ, სახლის ერთი ნაწილი მთლიანად დანგეული დახვდათ.

დაშავებულები ნანგრევებიდან მათ გამოიყვანეს. მათი თქმით, სავარაუდოდ, წყლის გამათბობელი აფეთქდა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები