"თავისუფალი მარში" კახეთში აქციებს მართავს. მათი ძირითადი მოთხოვნა რვა მარტის შეთანხმების შესრულება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.
მოძრაობის წევრებმა პროტესტი საგარეჯოდან დაიწყეს, რის შემდეგაც გურჯაანსა და ყვარელში გადაინაცვლეს, სადაც ცენტრალური ქუჩები მსვლელობით მოიარეს და ადგილობრივებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. ასევე, მუნიციპალიტეტის მერიასთანც მივიდნენ და ხელმძღვანელ პირებს გადადგომისკენ მოუწოდეს.
"თავისუფალი მარში" დღის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამართავს აქციებს. ბოლოს კი შემაჯამებელი პროტესტი თელავში გაიმართება.