19 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ის ახალი შტამი დადასტურდა

საქართველოში COVID-19-ის ახალი შტამი დადასტურდა. 50 წლის პირი საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, თუმცა მას ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს.

ამ დროისთვის, ინფიცირებული პირის ყველა კონტაქტი მოძიებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. 

"დადასტურდა ე.წ. ბრიტანული შტამი. პაციენტი არის 50 წელს გადაცილებული პიროვნება, ის თავს კარგად გრძნობს, არის იზოლაციაში. დადგენილია მისი კონტაქტები. ერთ-ერთი მისი კონტაქტი, რომელიც საზღვარგარეთიდან არის შემოსული საქართველოში, მისი მასალაც მოძიებულია და ახლა მიმდინარეობს უკვე იმ მასალის სეკვენირებაც. შესაძლოა ის ყოფილიყო ინფექციის წყარო ამ შემთხვევაში.

დიდ ბრიტანეთთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია, სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, მერე ისევ წავიდა საქართველოდან და მას შემოსვლის დროს საზღვარზე ჩაუტარდა ტესტირება, იყო უარყოფითი, მეშვიდე დღეს ქვეყანაში ყოფნის, ჩატარებული ტესტირების დროს დაუდასტურდა დადებითი პასუხი. ახლა მოძიებულია ისიც და მისი სეკვენირებაც ჩატარდება,“ - ამბობს  პაატა იმნაძე. 

დღის ამბები