ქუთაისში შპს "ლიკოში" გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზს და ზარალს ადგენენ. თანამშრომლების თქმით, საამქრო ახალი წლის დღეებში არ მუშაობდა და ელექტროგაყვანილობიდან ხანძარი ვერ გაჩნდებოდა. არ გამორიცხავენ, მიზეზი დაუდევრობა იყოს.
რაც შეეხება ზარალს, ის დაახლოებით 100 000 ლარს აღწევს. დამწვარია, როგორც დანადგარები, ასევე ხის მასალა. ცეცხლი საამქროში გვიან ღამით გაჩნდა, დაიწვა 300 კვ მეტრ ფართობი. ადგილზე 45 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.