ხანძარს ებრძვიან რაჭაშიც. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭევის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყე იწვის. 45 მეხანძრე-მაშველი ცეცხლის ჩაქრობას გასულ საღამოდან ცდილობს.
სიტუაციას ძლიერი ქარი ართულებს, რის გამოც ახალი კერები სოფელ წოლის მიმდებარედ გაჩნდა. პირველადი შეფასებით, ხანძრის გავრცელების არეალი 4 ჰექტარზე მეტია.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, სადაც ბალახის საფარი 30 ჰექტარ ფართობზე დაიწვა.