28 აპრილი 2024,   01:08
ვრცლად
თურქეთში ლექტორებისა და სტუდენტების აქცია სამართალდამცველებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

სტამბოლის ბოგაზიჩის უნივერსიტეტის ლექტორებმა და სტუდენტებმა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ახალი რექტორის დანიშვნა გააპროტესტეს. პროტესტი სამართალდამცავებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დემონსტრაციის მონაწილე ასობით სტუდენტი და ოცამდე თანამშრომელი აცხადებს, რომ თურქეთის წამყვანი სასწავლო დაწესებულების რექტორად მელიჰ ბულუს დანიშვნა არადემოკრატიულია. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაკავებულია 17 ადამიანი, პოლიციამ 24 საცხოვრებელ სახლში რეიდები ჩაატარა.

დღის ამბები