04 სექტემბერი 2026,   14:52
ვრცლად
ალავერდის მონასტერში შობის დღესასწაულისთვის ემზადებიან - უსაფრთხოებიდან გამომდინარე სასულიერო პირებს COVID-19-ზე ტესტირებაც ჩაუტარდებათ

ალავერდის მონასტერში შობის დღესასწაულისთვის ემზადებიან. ტაძარში სადღესასწაულო მსახურება ღამისთევით ჩატარდება.
ეპარქიაში განმარტავენ, რომ ითვალისწინებენ სახელმწიფოს დადგენილ რეგულაციებს და წირვაზე მისული მრევლი, ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის გადაწყვეტილებით, დისტანციის დაცვით სპეციალურ მონიშნულ ადგილებზე დადგება.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე კი, ალავერდის მამათა მონასტერში სასულიერო პირებს კორონავირუსზე ტესტირებაც ჩაუტარდებათ.

ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები სასულიერო პირების გარდა, ვირუსზე ტესტს სტიქაროსნებსაც აუღებენ.

დღის ამბები