28 აპრილი 2024,   07:34
ვრცლად
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს კონგრესის სენატი და წარმომადგენელთა პალატა დასამტკიცებლად ერთობლივ სხდომაზე განიხილავს 

დღეს აშშ-ის კონგრესის სენატი და წარმომადგენელთა პალატა ერთობლივ სხდომას გამართავს, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამტკიცდეს.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ამერიკელი კანონმდებლების პრაქტიკულად ყველა ასეთი სესია ფორმალურ ხასიათს ატარებდა, თუმცა ამჯერად სიტუაცია კარდინალურად განსხვავებულია.

იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და არჩევნების შედეგების გადახედვას ითხოვს, კონგრესის ორივე პალატის სხდომას სიმბოლური ხასიათი სულაც არ ექნება.

ფაქტობრივად, აღნიშნულ სხდომაზე საბოლოო წერტილი უნდა დაესვას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეჯამებასა და დებატებს იმის თაობაზე, თუ ვინ უხელმძღვანელებს აშშ-ის ადმინისტრაციას.

დღის ამბები