28 აპრილი 2024,   10:02
ვრცლად
ალექსანდრ ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინს მეგობარი უწოდა

ალექსანდრ ლუკაშენკოს მიაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინი მისი არა მხოლოდ კოლეგა, არამედ მეგობარიცაა.

"დიახ, მე მას ჩემს მეგობრად ვთვლი," - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს ის უკრაინის პრეზიდენტზე, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბოლო დროს, ოფიციალური კიევის განცხადებები ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება, რის გამოც, ვოლოდიმირ ზელენსკის მეგობარს ვერ უწოდებს.

ბელარუსის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან ერთად შეძლებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვას.

ალექსანდრ ლუკაშენკოს პრეზიდენტად საერთაშორისო საზოგადოება და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ამ დრომდე არ აღიარებს, მინსკსა და სხვა ქალაქებში, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აქციები 9 აგვისტოდან მიმდინარეობს.

დღის ამბები