19 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
რა გახდა 19 წლის ბიჭის მკვლელობის მიზეზი - გარდაცვლილის  მეგობრები "კურიერს" უყვებიან, რომ მას ოჯახის წევრებთან კონფლიქტი არ ჰქონია

ურთიერთშელაპარაკება ძმებ ახლოურებს შორის გუშინ, დაახლოებით ღამის პირველ საათზე მოხდა. 21 წლის გ. ახლოურმა 19 წლის ძმას, მიშო ახლოურს, სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.  ბიჭი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

რა გახდა მკვლელობის მოტივი, უცნობია. არსებობს ვერსია, რომ ძმებს შორის კამათი ტელევიზორზე ხმის დაწევას მოჰყვა. მეზობლებმა გვიან ღამით ადგილზე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ჯგუფიც დაინახეს.

ძმები ახლოურები ქეთევან წამებულის გამზირზე ცხოვრობენ. იმის გამო, რომ მათ ბინა ნაქირავები ჰქონდათ, მეზობლები ოჯახს ახლოს არ იცნობდნენ. 

მიშო ახლოური 19 წლის იყო. მისი მეგობრები "კურიერს" უყვებიან, რომ მას ოჯახის წევრებთან კონფლიქტი არ ჰქონია. სწორედ ამიტომ, მეგობრებისთვის მომხდარის დეტალები უცნობია. მოკლული ფეხბურთელი გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იყო. 

გარდაცვლილი მიშო ახლოურის ცხედარს ექსპერტიზა მთელი დღის განმავლობაში უტარდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი 21 წლის ძმა ცხელ კვალზე დააკავა, გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიებამ უკვე ამოიღო ის დანაც, რომლითაც 21 წლის ახალგაზრდამ ძმა მოკლა.

დღის ამბები