30 აპრილი 2024,   21:12
ვრცლად
ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა

კაპიტოლიუმში მიმდინარე მოვლენების გამო აშშ-ის დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა - მერის გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი 1 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

აშშ-ის კონგრესში, სადაც დღეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და კანონმდებლები ევაკუირებულები არიან.

კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ ქალი დაჭრეს, მას ჭრილობა მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. 

დღის ამბები