04 მაისი 2024,   19:13
ვრცლად
კასპში, რკონის ხეობაში, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებითაა - მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები

სტიქიის ზონაა შიდა ქართლში - კასპში, რკონის ხეობაში, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებით არის. კერებთან ახლოს მიყვანილია სახანძრო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ სალოკალიზაციო სამუშაოებს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, დაუდევრობა იყოს.

"იწვის ნიადაგის საფარი, ბუჩქები და ხეები, ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, ქვეითი ბრიგადები და ასევე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი. იქიდან გამომდინარე, რომ ხანძრის ლოკაცია დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრში მდებარეობს, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება," - განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა. 

დღის ამბები