19 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
გაგრა იწვის - დე ფაქტო ხელისუფლებას მოსახლეობის ევაკუაცია, ჯერჯერობით, არ დაუწყია

გაგრა იწვის - არასათანადო რეაგირების გამო სულ უფრო იზრდება რისკი, რომ გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდეს.

მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე არსებულ ვითარებას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ, საპირისპიროს მეტყველებს კადრები.

ძლიერი ცეცხლი რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით არის დასახლებული პუნქტიდან.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. დე ფაქტო ხელისუფლებას, ჯერჯერობით, მოსახლეობის ევაკუაცია არ დაუწყია.

"აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეხანძრეებმა ლოკალური ხანძრების ლიკვიდაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახერხეს," - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაგრის რაიონში, დაახლოებით ექვსი ჰექტარი ფართობი დაიწვა.

"გაგრაში ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა. 8 იანვრის დილისთვის გაგრის რაიონში ხანძრის ძირითადი კერის ლიკვიდირება მოხერხდა, ცეცხლის ალის ნაწილი მაღალმთიან ნაწილში გადავიდა," - აცხადებენ ე.წ. სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, გუშინ ლოკალური ხანძრების ლიკვიდაცია გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონების სამ სოფელშიც განხორციელდა.

"დღეს დილით მივიღეთ შეტყობინება ქალაქ ტყვარჩელში გაჩენილი ხანძრის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრეებმა ოპერატიულად იმოქმედეს, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა,“ - აღნიშნულია ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციაში.

დღის ამბები