19 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
პატრიარქს კორონავირუსზე ტესტირებისთვის ნიმუშს ხვალ აუღებენ

კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს კორონავირუსი საბოლოოდ დაუდასტურდა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის პარალელურად, პატრიარქის ექიმი ცისანა შარტავაც ადასტურებს და აცხადებს, რომ საჭიროების მიხედვით მოხდება ტესტირების შეთავაზება პატრიარქისთვისაც.

"კურიერის" ინფორმაციით, ილია მეორეს კორონავირუსთან დაკავშირებით ნიმუშს ხვალ აუღებენ.

"არის დადებითი და ახლა ეპიდემიოლოგები მუშაობენ და პროტოკოლის მიხედვით მოხდება გაგრძელება. საჭიროების შემთხვევაში მოხდება შეთავაზება პატრიარქისთვის" - განაცხადა ცისანა შარტავამ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვეულებრივია და რაიმე ცვლილება არ შეინიშნება. ამასთან, უსიმპტომოდ მიმდინარეობს შორენა თეთრუაშვილის ავადობაც.

დღის ამბები