04 მაისი 2024,   19:49
ვრცლად
მალაიზიაში წყალდიდობის შედეგად 3 პირი გარდაიცვალა, 36 000-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა

მალაიზიაში წყალდიდობის შედეგად 3 პირი გარდაიცვალა, 36 000-ზე მეტი მოქალაქე კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.

სტიქია ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. დაახლოებით 1 კვირაა, რაც რამდენიმე პროვინციაში წვიმს.

ქვეყნის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობით, უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

დღის ამბები