07 სექტემბერი 2026,   09:14
ვრცლად
ლანჩხუთში, სოფელ მამათში ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია

გუშინ ხანძარი იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში. ცეცხლი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს ეკიდა.

ხანძრის ჩასაქრობად 60 -მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. მეხანძრეებთან ერთად სამუშაოებში ჩართულები იყვნენ ადგილობრივებიც.

ცეცხლი ტექნიკისთვის მიუდგომელ ადგილას იყო,შესაბამისად, სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება გართულდა, თუმცა საბოლოოდ ხანძრის ლიკვიდირება მოხერხდა და ამჟამად მიმდინარეობს ხანძრის არეალის დადგენა.

დღის ამბები