19 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავმდამსხმელი პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის საქმეზე, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ლევან ზურაბაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

სხდომის პარალელურად, სასამართლოსთან ზურაბაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.

ზურაბაშვილი წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა.

თავმდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა.

დღის ამბები